• admin

დუკანის დიეტა


ზაფხული დადგა! შვებულებებისა და ზღვის სეზონი ახლოვდება და ამ ყველაფრის ფონზე სატრენაჟორო დარბაზებში, სკვერებში და პარკებში რამდენჯერმე იმატა მოვარჯიშეთა რაოდენობამ. ეს რა თქმა უნდა დიდად სასიხარულო ფაქტი იქნებოდა, რომ არა მეორე, ერთობ იდუმალი ფაქტის არსებობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობას არ მიუღია არანარი მყარი გადაწყვეტილება ჯანსაღი ცხოვრების დაწყების შესახებ და ეს ყველაფერი მათ სახეებზე და ქცევებზეც ადვილი შესამჩნევია. მათი მიზანია, მთელი წლის თუ ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამების მოშოროება მოასწრონ როგორმე, ზღვის სეზონამდე, რათა.... როგორც არის მერე... გარკვეულწილად მცირე შექებას და წახალისებას მათი ეს გადაწყვეტილებაც იმსახურებს. რატომაც არა...


ჰოდა სწორედ ადამიანთა ამ კატეგორიას მოგიმზადეთ დღევანდელი პოსტი. რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.


მინდა შემოგთავაზოთ ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის 7 დღიანი დიეტა, რომელიც დაგეხმარებათ 2-5 კილოგრამამდე წონის დაკლებაში სულ რაღაც 7 დღეში.


თან ამ ყველაფერს შეძლებთ არა შიმშილობით, არამედ შეზღუდული პროდუქტების შეუზღუდავი რაოდენობით მირებითაც კი. ეს დიეტა თანაბრად ეფექტურია როგორც მამაკაცების, ისე ქალბატონების შემთხვევაშიც. მაშ ასე, დავიწყოთ...


დღე პირველი: მიირთვით თევზი; ქათმის, ძროხის, ინდაურის უცხიმო ხორცი, რამდენიც გნებავთ. კვერცხი (მაქსიმუმ 2ც). 2%მდე ცხიმიანობის რძის პროდუქტები: რძე, მაწონი, ხაჭო, კეფირი, კრემხაჭო; იარეთ მინიმუმ 10 წუთი ფეხით.

დღე მეორე: პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებს ემატება ბოსტნეული (არტიშოკი, სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, ყველა სახეობის კომბოსტო (ყვავილოვანი,წითელი,ბრიუსელის), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, პალმის გული, სოკო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, ყველა სახის მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, ვარდკაჭაჭა, რომაული სალათი, თალგამი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი.) იარეთ ფეხით მინიმუმ 12 წუთი.

დღე მესამე:

პირველ და მეორე დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება 1 მცირე პორცია ხილი(დაახლოებით 200გრ).

აკრძალულია ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ბალი და კარალიოკი.

იარეთ ფეხით მინიმუმ 14 წუთი.

დღე მეოთხე:

პირველ სამ დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება

მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური (ცეხვილი). მხოლოდ ორი ნაჭერი დღეში. იარეთ მინიმუმ 16 წუთი ფეხით. დღე მეხუთე:

პირველ ოთხ დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება 40 გრამი ყველი.

იარეთ ფეხით მინიმუმ 18 წუთი.

დღე მეექვსე:

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები - 200 გრამი, როგორიცაა მაგალითად მაკარონი, ბარდა, ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, სიმინდი, წიწიბურა და სხვა.

იარეთ ფეხით მინიმუმ 20 წუთი. დღე მეშვიდე:

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სადღესასწაულო სადილი: წვნიანი, მთავარი კერძი, დესერტი- საშუალო ულუფები.

ასევე ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

იარეთ ფეხით მინიმუმ 20 წუთი.

შენიშვნა:

-დიეტის დაცვისას აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა -1.5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება (ფაფის სახით)

ყავა და ჩაი მიირთვით უშაქროდ ან ხელოვნური დამატკბობლით


ქატოს ფაფის მომზადება: ქატოს დაასხით ადუღებული წყალი,ისე რომ დაიფაროს. მიირთვით 10-15 წუთის შემდეგ. ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან, მაწონთან, იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით, შეგიძლიათ აურიოთ ხელოვნური დამატკბობელი ან მარილი.


მეშვიდე დღის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ თავიდან სასურველი წონის მიღწევამდე, ან თუ სასურველ წონას მიაღწიეთ, წონის შენარჩუნებისთვის გადადით ცილოვანი დიეტის მესამე საფეხურზე.

95 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია