• admin

კალორია

Updated: Jun 3, 2018



რა არის კალორია? ჩვენს ერთ ერთ პოსტში "Manქანა" ჩვენ ვისაუბრეთ რა როლს ასრულებს საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია სწორად კვება, მოდით ეს თემა კიდევ ჩავშალოთ, კალორიების ჭარბი რაოდენობით მიღების დროს ადამიანი იმატებს წონაში,  ან იკლებს-კალორიების შეზღუდვის დროს, როცა ორგანიზმი უფრო მეტს იღებს ვიდრე ხარჯავს, ეს ყველაფერი გადადის ეგრედ წოდებულ საცავში მაგრამ სამწუხაროდ ცხიმის სახით. ყველა პროდუქტს აქვს თავისი მახასიათებელი, მაგალითად : ბურღულეული, ხილი, ხორცი, ბოსტნეული , ყველა შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის ენერგიას, თუ გვინდა რომ ვიცოდეთ რამდენად სწორად ვიკვებებით საჭიროა ჯერ გამოვითვალოთ რამდენი კალორია ჭირდება ჩვენს ორგანიზმს წონის მოსამატებლად, წონის დასაკლებად და წონის შესანარჩუნებლად, ამის შემდგომ უკვე მოვიძიოთ კალორიების ცხრილი და დავიწყოთ ჩვენი კვების შედგენა, ანუ უნდა დავიწყოთ მიღებული ენერგიის დათვლა.



ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე, კვება რომ მარტივად მეკონტროლებინა მოვიქეცი ასე, დაახლოებით ვიყავი 89 კილო, მაწუხებდა ცხიმები პირდაპირ გეტყვით და გავარკვიე რომ ჩემი იდეალური წონა 81 კილოგრამი ყოფილა, ეს სპეციალური პროგრამის საშუალებით გავიგე, სადაც შევიყვანე ჩემი წონა, სიმაღლე , ასაკი და პროგრამამ დამიწერა ჩემი იდეალური წონა, სწორედ ამის მერე გავარკვიე რომ თუ წონის შენარჩუნება მსურდა დღეში უნდა მიმეღო 2858 კალორია, თუ მომატება მსურდა უნდა მიმეღო 2858 კალორიას +500 კალორია, ხოლო თუ წონის კლება მსურდა დღეში უნდა მიმეღო 2300 კალორია, მეც ავდექი ვიპოვე კალორიების ცხრილი და ყველა იმ პროდუქტის კალორიულობა , ცილების და ნახშირწყლების რაოდენობა და ასევე ცხიმების შემცელობა ამოვიწერე რომელ პროდუქტებსაც ხშირად მივირთმევდი, ამის შემდგომ საქმე უფრო გამიმარტივდა, ჩემი დღიური კვება ჩამოვაყალიბე, მაგ: სახლიდან სანამ დარბაზში სავარჯიშოდ გავალ მივირთმევ 100 გრ რძეს და ერთ სუხარს, ვარჯიშიდან მობრუნებულზე მივირთმევდი ცილებს ანუ მოხარშულ კვერცხს მინიმუმ 2 ცალს, მოხარშულ ქათმის ხორცს და პომიდორს ან კიტრს , სამსახურში უკვე 2 საათზე მიწევდა მირთმევა და შესაბამისად იქაც განაწილებული მქონდა ულუფები და ყველაზე მთავარი რაც არის დღეში მივირთმევდი ცოტ ცოტას მაგრამ ბევრჯერ, 5 ჯერ მაინც, საბოლოო ჯამში 2300 კალორიას არ გადავაჭარბე, ანუ დღეში კალორიების იმ რაოდენობას ვიღებდი რაც ჩემს წონის კლებას ხელშ შეუწყობდა და თქვენ წარმოიდგინეთ იმუშავა, ყოველ მეორე დღეს სასწორზე დადგომისას ჩემი წონა იკლებდა და იკლებდა, საბოლოო ჯამში კი გამოვიდა რომ 14 დღის განმავლობაში ზედმეტი შიმშილობების , გულის წასვლების და მაიმუნობების გარეშე თან ორგანიზმისათვის ჯანსაღ საკვებს მივირთმევდი დავიკელი 5 კილო, ძალიან მარტივად აი რა კარგი არის მეგობრებო როდესაც ვაკონტროლებთ ჩვენს კალორიებს , გვაქვს პროდუქტების კალორიების ცხრილი, იმ პროდუქტების მაინც რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, მერე კი ძალიან მარტივია კვების რაციონის შერჩევა, ჩვენ კი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ქართულ პროდუქტებზე მორგებულ კალორიებიც ცხრილს რომელიც ჯერ ჯერობით სრულად არცერთ ინტერნეტ გვერდზე არ არის ხელმისაწვდომი






თუ წონის დაკლება გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, სადაც დახარჯულ კალორიებს ჩაინიშნავთ. გაითვალისწინეთ, რომ კალორიები ძილშიც იწვება, საოჯახო საქმეების კეთებისას და ვარჯიშის დროსაც.


ყოველდღიურ რაციონში 5 ჯგუფის პროდუქტები უნდა შედიოდეს: 1. ბოსტნეული: პომიდორი, სტაფილო, კარტოფილი, ბარდა. ისინი ორგანიზმს უჯრედისითა და ვიტამინებით ამარაგებენ.

2. ცილები: რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, კვერცხი აუცილებელია კუნთოვანი მასისთვის, ორგანიზმის ზრდისა და სიჯანსაღისთვის. 3. ბურღულეული: წიწიბურა, ბრინჯი, ჭვავი, შვრია. ეს პროდუქტები მდიდარია B ვიტამინით და უჯრედისით. 4. ხილი: ბანანი, კივი, ყურძენი, მსხალი, მარწყვი, - რომლებშიც უხვად არის მიკროელემენტები და ვიტამინები. 5. ცხიმები: ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის, კაკლის ზეთი, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.


თუ დახმარება დაგჭირდებათ კალორიების ცხრილთან დაკავშირებით, ან გადაწყვეტთ მენიუს შედგენას მოგვწერეთ ფეისბუქზე და ჩვენ უფასოდ დაგეხმარებით და მოგაწვდით კონკრეტულ ხედვებს და სტრატეგიებს როგორ გახვიდეთ უმოკლედ დროში თქვენს დასახულ მიზანზე


0 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია