• admin

როგორ არ დავწვათ კუნთები კარდიო ვარჯიშის დროს?



ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს, განსაკუთრებით კი კარდიო ვარჯიშისას (სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, „თხილამურები“ და ა.შ.) პირველ რიგში იწვება კუნთები და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ორგანიზმი ცხიმის წვას. კუნთების წვას იწვევს ორგანიზმში სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომლის გამოყოფაც ხდება ფიზიკური დატვირთვის დროს. თან მნიშვნელობა არ აქვს ეს დატვირთვა ძალისმიერია თუ კარდიო. განსხვავება ისაა, რომ ძალისმიერი ვარჯიშის დროს ჩვენი ორგანიზმი ასევე გამოყოფს ტესტოსტერონს და ზრდის ჰორმონს, რომლებიც თავის მხრივ ნაწილობრივ ანეიტრალებენ კორტიზოლის დამანგრეველ ზემოქმედებას ორგანიზმზე.


ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა ჩვენი ორგანიზმისთვის არის სტრესი და ამიტომ ის პასუხობს სტრესის ჰორმონის გამოყოფით. სამწუხაროდ ამ პროცესების გავლენა ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ როგორმე გავანეიტრალოთ ეს სტრესის ჰორმონი (კორტიზოლი).


რატომ შლის კორტიზოლი კუნთებს?


ფიზიკური აქტივობისას სხეულში არსებული ენერგიის მარაგები ძალიან მალე იხარჯება. ამის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი იწყებს ამ ენერგო მარაგების შევსებას, რომელსაც ახორციელებს კუნთებში შემავალი 3 ძირითადი ამინომჟავის: ლეიცინის, იზოლეიცინისა და ვალინის დაშლის შედეგად. ამ სამი ამინომჟავის ჯგუფს ეწოდება BCAA ამინომჟავები.

მაშასადამე იმისათვის რომ, ვარჯიშის დროს ჩვენ არ დაგვეშალოს კუნთები ერთადერთი საშუალება არის მივიღოთ BCAA ამინომჟავები დანამატის სახით ვარჯიშამდე ან ვარჯიშის მიმდინარეობისას.


თუმცა ეს არ ნიშნავს რომ BCAA მთლიანად დაიცავს კუნთებს დაშლისაგან, კუნთების ნაწილი მაინც დაიშლება. ამიტომ უმჯობესია კარდიო ვარჯიში არ გაგრძელდეს 40-60 წუთზე მეტ ხანს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტს ვირბენთ, მით უფრო მეტ კუნთებს დავწვათ, რადგან ჩვენს სხეულს ურჩევნია თავიდან მოიცილოს ენერგო მომხმარებელი კუნთები, ვიდრე გაცსეს ცხიმი.


ცხიმის უკეთ დასაწვავად კი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამინომჟავა - ლ-კარნიტინი, რომელიც კარდიო დატვირთვის დროს ეხმარება ცხიმოვან მჟავებს უჯრედის მიტოქონდრიებში შეღწევაში, სადაც ხდება მათი დაწვა და ენერგიად გარდაქმნა.

პ.ს. თუ თქვენთვის საიტერესო იყო ეს სატატია, აუცილებლად მოიწონეთ და გააზიარეთ პოსტი.

პ.პ.ს. შემოგვიერთდით ფბ დახურულ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/livestyle.ge/

1,461 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია