• admin

როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს?


სიმსუქნე - ეს სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს დღევანდელ სამყაროში, და საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ მეორე ზრდასრულ ადამიანს აქვს ზედმეტი წონა. კილოგრამები მოდიან არა მარტო ცხიმიან საკვებზე არამედ შაქარზეც რომელიც კიდევ უფრო საშიშია. ბევრ ჩვენგანს არ შეუძლია იმის შეფასება თუ რამდენ შაქარს შეიცავს მაგალითად 1 ჭიქა გაზიანი სასმელი, მკვლევარებმა დიკინის უნივერსიტეტიდან (Deakin University) გადაწყვიტეს შეემოწმებინათ შეიძლება თუ არა გამოიწვიონ ადამიანებში სიძულვილი ლიმონათების მიმართ, იმის შეტყობინებით თუ რამდენ შაქარს შეიცავენ ისინი და რამდენად საზიანოები არიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ადამიანმა ასაკობრივი ზღვარი კი იყო 18 დან 35 წლამდე.


ადამიანები გაანაწილეს 5 ჯგუფად, მონაწილეებს კი უნდა აერჩიათ 15 სახეობის ლიმონათებიდან ერთერთი, რომლებიც შეიცავდნენ შაქარს და რომლებიც არ შეიცავდნენ, სასმელების რამოდენიმე ნაწილი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რამოდენიმეზე ეხატა შემაძრწუნებელი სურათები მაგალითად გაფუჭებული კბილების და დარჩენილ ნაწილზე უკვე სიტყვიერი გაფრთხილებები ეწერა თუ რამდენ კოვზ შაქარს შეიცავდა ესა თუ ის სასმელი.

აღმოჩნდა რომ ყველაზე ეფექტურად იმუშავა სურათებიანმა კატეგორიამ, ის 36% ით ეფექტური იყო დანარჩენებზე და შესაბამისად უფრო ცოტა ადამიანი ისარგებლებდა გაზიანი სასმელებით რომ მათზე გამოხატული იყოს თუნდაც გაფუჭებული კბილების სურათები და ასე შემდეგ. მონაწილეები ამ სურათებს უწოდებდნენ შემაძრწუნებელს და საშინელებას, მეორე ადგილზე ეფექტურობით გავიდა წარწერები სადაც ეწერა თუ რამდენ კოვზ შაქარს შეიცავდა სასმელი და რამდენად საზიანო იყო მისი მიღება. მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს რომ გაზიანი სასმელების უმეტესი ნაწილი შეიცავს შაქრის ძალიან დიდ რაოდენობას , და თუ ადამიანები მიირთმევენ მას ნაკლები რაოდენობით, სიმსუქნისკენ მიდრეკილება ექნება უფრო ცოტას.


მე პირადად რამოდენიმე კვირაა უარი ვთქვი გაზიან სასმელებზე , სიმართლე რომ გითხრათ თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ მაგრამ არ ვიცი რა მოვუხერხო ჩემს უმცროს ძმას რომელსაც უკვე მიდრეკილება აქვს გაზიანი სასმელების მიმართ და როდესაც ვაკვირდები ლამი ცუდად ხდება მგონია ყოველ მეორე დღეს მაინც რომ არ დალიოს .... საბედნიეროდ ამის გამოსწორება შესაძლებელია თუ გავავრცელებთ ამ ინფორმაციას იმისათვის რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და პატარებისათვის მაინც აიკრძალოს მათი მიღება, ან გაკონტროლება მაინც მოხდეს იმიტომ რომ ეს ფაქტები მართლაც რომ შემაძრწუნებელია.


P.S

გთხოვთ გააზიაროთ პოსტი რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული თუ რამდენად საზიანო არის მათთვის და მათი პატარებისათვის გაზიანი სასმელები....

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია