• admin

გჭირდება მოტივაცია?

როგორ მოვახდინოთ საკუთარი თავის მოტივირება ვარჯიშის დასაწყებად? ადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის

მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს არ აკეთებს.







ალბათ ბევრ თქვენთაგანს ჰქონია სურვილი - დაეწყო ფიზიკური ვარჯიშები, დაეცვა დიეტა,

თავი დაენებებინა მოწევისათვის, და ა.შ... გაგეკეთებინათ მრავალი ისეთი სასარგებლო

საქმე, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა თქვენს ჯანმრთელობას, ცხოვრებას, მაგრამ

რატომღაც, ყოველდღიურად თქვენ, გადადებთ ხოლმე ამ მოქმედებებს...


ალბათ ცნობილი მომენტია, იწყებთ ორშაბათიდან, შემდეგი კვირის ორშაბათიდან, კიდევ

შემდეგი ორშაბათიდან და ა.შ.


ან დაიწყებთ რომელიმე გადაწყვეტილების შესრულებას,  2-3 დღის შემდეგ კი თავს

მიანებებთ და ყოველთვის პოულობთ  „ობიექტურ  მიზეზებს“  თავის გასამართლებლად...


სამწუხაროდ ასეა. ძალიან კარგად იცით, სრულყოფილ ინფორმაციას ფლობთ (ამ პოსტის

წაკითხვის მერე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ), ბოლომდე დარწმუნებული

ხართ, აუცილებლობასაც გრძნობთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ წყვეტთ

გადადგათ რეალური ნაბიჯები...


რა არის ამის მიზეზი?  რაშია პრობლემა და სად უნდა ეძებოს ადამიანმა ამ ჩიხიდან

გამოსვლის გასაღები? 


საყრდენი წერტილი - ბერკეტი


ასეთ ბერკეტს, ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, წარმოადგენს მოტივაცია, უფრო ზუსტად კი

თვითმოტივაცია, ანუ  საკუთარი თავისთვის მოქმედების აუცილებლობის შთაგონების ნიჭი.


რა არის მოტივაცია? - მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს

მოქმედებისკენ ნებისმიერ სიტუაციაში.


რაც უფრო მაღალია მოტივაციის განცდა ადამიანში, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება

ხვდება მიზნისკენ მიმავალ გზაზე, და პირიქით.


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საღამოს გადაწყვიტეთ დილით სკვერში გერბინათ. ახელთ

თვალებს და ხედავთ მოღრუბლულ ცას და სადაცაა გაწვიმდება. თუ თქვენი მოტივაციის

კოეფიციენტი დაბალია, გადატრიალდებით და გააგრძელებთ ძილს, ხოლო სირბილის

დაწყებას „მზიანი დილისთვის“ გადადებთ, მაგრამ თუ თქვენი მოტივაცია მაღალია,

სწორედ დღეს დაიწყებთ სირბილს და ვერანარი ამინდი ვერ გადაგაფიქრებინებთ.


რატომ არ გვყოფნის მოტივაცია საქმის ბოლომდე მისაყვანად?


მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ადამიანის ქმედებას ნებისმიერ სიტუაციაში მართავს

ორი ძალა: სიამოვნების მიღება და ტკივილისგან გაქცევა.


ყველა ჩვენი გადაგმული ნაბიჯი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ამ ორი მოტივიდან

ერთერთით საზრდოობს, იშვიათად ორივეთი ერთად.


ამ ყველაფრის ცოდნა კი უკვე გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ბერკეტი, რომელსაც

ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ.


მაგალითად:

წარმოიდგინეთ, რომ ჭარბი წონა გაწუხებთ და გინდათ წონაში დაკლება. რა გაძლევთ

მოტივაციას? რა გიბიძგებთ მოქმედებისკენ? ეს არის სიამოვნების განცდა, მომავალში,

რომელიც გამოწვეული იქნება სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომით. მაგრამ

ყველაფერი ასე ადვილად როდია. იმისათვის რომ თქვენ მაგალითად 3 თვეში კარგ

ფორმაში იყოთ, საჭიროა დღესვე დაიწყოთ და 3 თვის განმავლობაში ივარჯიშოთ

თავდაუზოგავად. აი სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა. ყოველდღიური კარდიო

ვარჯიშებს თქვენი ტვინი ტკივილად აღიქვამს, და ფიზიკურ დონეზე, ეს ასეცაა. ტვინს

კი არ აინტერესებს თუ რა სიამოვნებას მიიღებთ მომავალში, მისთვის მთავარია გაექცეს

ტკივილს აქ და ამჟამად. ამიტომ ინსიქტურად, თქვენი გონება გაურბის ტკივილს და

იწყებს ათასი „გამამართლებელი“ მიზეზის შექმნას თუ გამოგონებას, ოღონდ არ

ივარჯიშოთ. სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული რომ 80% ადამიანებისა, უფრო

ადრე ანებებს ვარჯიშს თავს, ვიდრე 1 თვიან აბონემენტს გაუვა ვადა.



როგორ შევიქმნათ ძლიერი თვითმოტიოვაცია?

გახსოვთ ხომ ტკივილი და სიამოვნება? სწორედ ამაშია უწყვეტი თვითმოტივაციის

შექმნის საიდუმლო.


ტექნიკა „ტელეპორტაცია“.

როდესაც ვარჯიშობთ, ეცადეთ მოახდინოთ მომავალში გადასვლა და იმის განცდა, რასაც

იგრძნობთ როდესაც სასურველ შედეგს მიაღწევთ. განიცადეთ აწმყოში მომავალი

სიამოვნება. ხოლო აწმყოში არსებული ტკივილი მომავალში გადაიტანეთ მცირედი

სახეცვლილებით - თუ მინდა რომ მომავალში არ განვიცადო დისკომფორტი ჩემი წონის

გამო, მე ეხლა უნდა ვივარჯიშო. როცა ასე იზამთ, თქვენი ტვინი ვარჯიშს და ყველა

პროცესს, რაც დაკავშირებულია ვარჯიშთან, დილით ადრე ადგომიდან დაწყებული,

გარკვეული საკვების შეზღუდვითა და დამღლელი ვარჯიშით დასრულებული,

ყველაფერს სიამოვნებასთან დააკავშირებს აწმყოში. ჭარბ წონას კი ტკივილთან

მომავალში, ეს კი მოგცემთ უსაზღვრო ძალას და შინაგან მოტივაციას მიზნისკენ მიმავალ

გზაზე. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სფეროში და საქმიანობაში.


შეჯამება: შექმენით ბერკეტი - სიამოვნების წერტილი, აწმყოში და დააკავშირეთ

ვარჯიშთან, რომელიც მოგცემთ შინაგან ძალასა და მოტივაციას.

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია