• admin

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 სიტყვა


მეტაბოლიზმი, ანაბოლიზმი, კატაბოლიზმი - რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცესებზე?!

ადამიანის ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ეს სამი პროცესი, და იმისავის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, გვქონდეს ლამაზი სხეული და არ გვაწუხებდეს წონის თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა უფრო მძიმე პრობლემები, აუცილებელია ამ პროცესების ცოდნა და კონტროლის ქვეშ აყვანა. მაშ ასე მოკლედ განვიხილოთ სამივე მათგანი.

მეტაბოლიზმი - იგივე ნივთიერებათა ცვლა, რომლის დროსაც მთელს ორგანიზმში მიმდინარეობს კომპლექსური ქიმიური რეაქციები. ამ პროცესების გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმში სიცოცხლის შენარჩუნება. სწორედ მისი მეშვეობით იზრდება და მრავლდება ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. თავის მხრივ მეტაბოლიზმი იყოფა ორ ეტაპად: კატაბოლიზმი და ანაბოლიზმი.

კატაბოლიზმი - არის რთული ორგანული ნაერთების დაშლა მარტივ ორგანიზმებამდე, რომლის დროსაც გამოიყოფა სითბო, რომელიც გადადის მექანიკურ ენერგიაში. სწორედ ეს ენერგია გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესისთვის. ამ ენერგიის საშუალებით მუშაობენ კუნთებიც. კატაბოლიზმის პროცესის სწორად წარმართვა აუცილებელია მარტივი ნივთიერებების ფორმირებისთვის (გლუკოზა, ამინომჟამა). სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცილების (კუნთების) კატაბოლიზმს. ამ დროს ხდება კუნთოვანი ცილის დაშლა ამინომჟავებად. ამ პროცესის შესაჩერებლად კი იყენებენ BCAA ამინომჟავებს (ვალინი, იზოლიცინი, ლიცინი).

კატაბოლიკური რეაქციების პროვოცირებას ძირითადად ახდენს სტრესი, დაღლილობა, ფიზიკური გამოფიტვა, შიმშილი და სხვა სიტუაციები, რაც ზრდის ორგანიზმში კორტიზოლისა და ადრენალინის ჰორმონს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების რაციონს, ცილების დროულ და საჭირო რაოდენობის მიღებას. ბევრმა არ იცის რომ შიმშილის დროს პირველ რიგში ხდება არა ცხიმების, არამედ კუნთოვანი მასის დაშლა. სწორედ ამიტომ შიმშილი წონის დაკლების მიზნით აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს საკითხი სწორი კვებით უნდა დარეგულირდეს.

ანაბოლიზმი - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მიერ სიცოცხლის შენარჩუნების პროცესში გახარჯული ენერგიის აღდგენა. ანაბოლიზმი კატაბოლიზმის საპირისპირო პროცესია. და ვინაიდან კატაბოლიზმის პროცესში მიღებული ნივთიერებები შესაძლებელია ხელახლა იქნენ გამოყენებული შენებისთვის (ანაბოლიზმის დროს), ამ პროცესის სწორად წარმართვაზეა დამოკიდებული ჩვენთვის მნიშვნელოვანი კუნთოვანი მასის მშენებლობა. სწორედ ანაბოლიკური პროცესების დაჩქარებაა ათლეტების მთავარი მიზანი, რამეთუ რაც უფრო სწრაფად აღდგება ვარჯიშის შესრულებისას დაზიანებული კუნთის უჯრედები, მით უფრო სწრაფად გაიზრდება კუნთი.

ზემოთ მოყვანილი სამივე ქიმიური პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო სპორტსმენებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთის. ნივთიერებათა ცვლის, დაშლისა და აღდგენის პროცესის გარეშე სიცოცხლე შეწყდება. ამიტომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენ ყველას მოგვეთხოვება ამ პროცესების კონტროლი და მათი სწორად წარმართვა.

0 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია