• admin

სპორტული კვება

Updated: Jun 3, 2018



სპორტსმენებისა და ბოდიბილდერების კვება განსხვავებულია ჩვეულებრივი ადამიანის კვებისაგან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბოდიბილდერები გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ და შესაბამისად აღდგენისა და კუნთის შენებისთვისაც უფრო მეტი ცილა და ენერგია ესაჭიროება. სწორედ ამიტომ ამ სპორტში წარმატების მიღწევა 70%-ით კვებაზეა დამოკიდებული. არა აქვს მნიშვნელობა მიზანს, წონაში მომატება გვინდა თუ დაკლება, მთავარია დავიცვათ ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების მიღების შესაბამისი ბალანსი.


პირველ რიგში გასათვალისწინებელია ნახშირწყლების ბალანსი, რამეთუ სწორედ მისი შემცველობის მქონე საკვების მიღება განსაზღვრავს ცხიმის დონეს ორგანიზმში. დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებისას თუ ორგანიზმი ვერ ხარჯავს მიღებულ გლუკოზას, მას გარდაქმნის ცხიმად და შეინახავს.


კუნთის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ცილის მიღების წესი. სასურველია მივიღოთ სრული ამინომჟავების ჯაჭვის შემცველობის მქონე ცილოვანი საკვები (საქონლისა და ქათმის ხორცი, კვერცხი, თევზეული, რძის პროდუქტები), ყოველი კვების დროს, საუზმიდან დაწყებული ვახშმით დამთავრებული. ეს მნიშვნელოვანია, რამეთუ სწორედ ცილის მიღების დროს ხდება კუნთის ზრდა, კორტიზოლის დაქვეითება და ზრდის ჰორმონის გამოყოფა.


ზოგადი მაგალითისთვის შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ შემდეგი პროპორციით, რომელიც მოცემულია 1 კილოგრამ წონაზე.

მომატების დროს:

1,5-2 გრ. ცილა, 0,5 გრ. ცხიმი. 3-4 გრ. ნახშირწყალი.


დაკლების დროს: 2-2,5 გრ. ცილა, 0,5 გრ. ცხიმი, 1,5-2 გრ. ნახშირწყალი.


შენიშვნა: ეს ფორმულა ყველა სხვა სახის ფორმულასთან ერთად არის ზოგადი ხასიათის და მისი განსაზღვრა დამოკიდებულია თქვენს მიზანზე, წონაზე, ასაკზე, გენეტიკაზე და ვარჯიშის ინტენსივობაზე.


წონის დაკლებისას მიიღეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ვინაიდან ის არის დაბალი გლიკემიური ინდექსის მატარებელი და შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს. ასევე მიზანშეწონილია მიიღოთ ხილი საღამოს 7 საათამდე.


ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაკლებისას უფრო მეტჯერ უნდა მიიღოთ საკვები, ვიდრე მომატებისას. რატომ? იმიტომ, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდეს შეუჩერებლივ და ეს მაშინ ხდება, როცა ყოველ 3 საათში ერთხელ ვღებულობთ შესაბამის პორცია საკვებს. ასეთ დროს ორგანიზმს არ უჩნდება შიმშილის შეგრძნება.


დაკლებისას ასევე უნდა მივიღოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. რამეთუ მათი ნაკლებობის დროს ცხიმის დაშლა შენელებული პროცესით მიმდინარეობს და პირიქით, როცა ორგანიზმი არ განიცდის ვიტამინების დეფიციტს, მისი გაცხიმოვნების ალბათობა მინიმალურია.


რაც შეეხება ცხიმების როლს დიეტაში - მამაკაცებისთვის მას დიდი ადგილი უკავია, რამეთუ ის მონაწილეობს ტესტოსტერონის წარმოქმნაში. ამიტომ სასურველია მივიღოთ ომეგა ცხიმებით მდიდარი ზეთები, როგორიცაა, ზეითუნისა და სელის ზეთი, ან მთლად უკეთესი თევზის ქონი (ომეგა 3).




54 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია