• admin

სუნთქვის გაუმჯობესება


როგორ ფიქრობ, რა არის ის, რის გარეშეც ადამიანს მაქსიმუმ 5 წუთი შეუძლია იცოცხლოს?

სიყვარული? - ჰმ, საინტერესო ვერსიაა... შეიძლება... თუმცა ჩემი კითხვის პასუხი - სუნთქვაა!

დიახ სუნთქვა!

და მემგონი არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუნთქვა.

სამწუხაროდ ჩვენ უმრავლესობა ზედაპირულ, ზერელე სუნთქვას ვართ მიჩვეულნი და ვერც კი ვაცნობიერებთ თუ რამხელა გავლენას ახდენს სწორი, გამართული სუნთქვა ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. მაგალითად, სისხლის მიმოქცევაზე, აზროვნებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და ა.შ. განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი სპორტსმენებსა და მაღალი ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის მქონე ადამიანებში იგრძნობა.

არასწორი სუნთქვა შეიძლება გახდეს მიზეზი, მადის დაქვეითების, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების, დეპრესიის, თავის ტკივილების და გულის დაავადებებისაც კი. რამეთუ არასწორი სუნთქვის დროს ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი და ყველა პროცესი, ერთგვარად შენელებულად მიდის, რაც ხშირად ხდება მიზეზი უენერგიობის, დაღლილობის და უხასიათობისაც კი.

სუნთქვის პრობლემას უჩივის ადამიანების 98%. ამის მიზეზი კი ის არის რომ ჩვენთვის არავის უსწავლებია სანამ პატარები ვიყავით სწორად სუნთქვა. შესაბამისად მექანიკურად გამოვიმუშავეთ არასწორი სუნთქვის ტექნიკა. იმისათვის რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, საჭიროა რაღაც დროის მანძილზე ჩვენს სუნთქვაში შევიტანოთ ცნობიერება. ანუ სუნთქვის პროცესს, ისე მივუდგეთ, როგორც საქმეს, და შესაბამისად ყურადღებით ვაკონტროლოთ ეს პროცესი. საკმარისია დღის განმავლობაში თუნდაც 3-4ჯერ 5-5 წუთიანი სავარჯიშოების კეთება რომ ძალიან მალე ჩვენ ჩამოგვიყალიბდება სწორი სუნთქვის ჩვევა.

და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქამდე მოგვიწევს ვისუნთქოთ, სანამ ცოცხლები ვართ, და მით უფრო, თუ გვინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი სიცოცხლე, ნამდვილად ღირს ყურადღებით და სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს.

და მაინც როგორია სწორი სუნთქვა? გაგიკვირდება და სუნთქვასავით მარტივი...4 დათვლაზე ნელნელა ვისუნთქვათ ჰაერის მაქსიმალურ რაოდენობას ცხვირით. შემდეგ 4 დათვლა ვაჩერებთ ჰაერს ფილტვებში, და ბოლოს, 8 დათვლაზე ნელნელა ვუშვებთ პირიდან ჰაერს... სულ ესაა... როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველდღიურად რამდენიმეწუთიანი ასეთი პრაქტიკების შემდეგ, ძალიან მალე უკვე ჩვევად ჩამოგვიყალიბდება ასეთი - სწორი სუნთქვა.

ეხლა კი მინდა ჩემი პატარა გამოცდილება გაგიზიაროთ სუნთქვის მნიშვნელობასთან და მისი გავლენაზე ადამიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყოველ დილით (და ზოგჯერ შუა დღისით შესვენების დროსაც) ოფისში სანამ საქმეს დავიწყებთ, მთელი გუნდი ვიკრიბებით და სუნთქვის 5 წუთიან ვარჯიშს ვაკეთებთ შემდეგნაირად: 30 სწრაფი შესუნთქვა და ამოსუნთქვა დახურული პირით, მხოლოდ ცხვირის გამოყენებით. ამ დროს იხსნება სასუნთქი არხები, რასაც ცხვირში სიგრილის შეგრძნებითა და ასევე მცირე თავბრუსხვევით იგრძნობთ. შემდეგ ვსვამთ 1 ჭიქა წყალს. და ვაკეთებთ ღრმა სუნთქვის ვარჯიშებს ზემოთ მოცემული ალგორითმით. 4 თვლაზე ჩასუნთქვა ცხვირით. 4 თვლა ვაჩერებთ ჰაერს, 8 დათვლაზე ვუშვებთ პირით ნელნელა. 5-6 ასეთი გამეორება საკმარისია მოდღლეზილი ორგანიზმისა და ხასიათის გამოსაფხიზლებლად, სისხლის მიმოქცევის ასაჩქარებლად და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.

ამ პატარა რიტუალის დამსახურებით კი სამუშაო პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება და ჩვენი ეფექტურობაც იზრდება.

პ.ს. იმედი მაქვს სასარგებლო იყო ეს პოსტი შენთვის და პირველი, რასაც მისი კითხვის დასრულებისას გააკეთებ, სწორედ აქ მოცემული სუნთქვის სავარჯიშოს შესრულება იქნება. რამეთუ საკუთარ თავზე პრაქტიკაში გამოსცადო მდგომარეობის შეცვლის პატარა ტექნიკა.

გაგვიზიარე შენი შეგრძნებები კომენტარებში.

თუ თავბრუ გეხვევა, ჯერ ცოტა მოიცადე, გადაგიაროს და მერე დაწერე ;)


  ამოსუნთქვა სრულდება პირით დაძაბული მოძრაობის შესრულებისას. მაგ: წამოდგომისას, ამოვისუნთქავთ როდესაც ზედაპირს ვშორდებით და ჩასუნთქვა ხდება პირიქით როდესაც კუნთების მოდუნება გვინდა ანუ როდესაც აზიდვების დროს დაშვებას ვცდილობთ.

P.S

სულ ეს იყო მეგობარო , იმედი მაქვს სასარგებლო სტატია იყო და დღეიდან ყურადღებას მიაქცევ თუ რამდენად სწორად სუნთქავ და დაიწყებ მის რეგულირებას , მე კი გკითხავ თუ რაიმე სუნთქვის ტექნიკებს იყენებ აუცილებლად გაგვიზიარე კომენტარებში, მადლობა წინასწარ და წარმატებას გისურვებ...


169 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია