• admin

3 გავრცელებული შეცდომა რასაც უშვებთ დამწყები მოვარჯიშეები...



მოგესალმები, მე ვარ ლევან ციხელაშვილი, პროფესიონალი ფიტნეს ტრენერი და ამ პატარა პოსტში მინდა გესაუბრო დამწყებ სპორტსმენებში ყველაზე გავრცელებულ 3 შეცდომაზე, რომელსაც ჩემი სპორტული კარიერის საწყის ეტაპზე ვერც მე ავუარე გვერდი. მაშ ასე, დავიწყოთ...


განმარტება: bodybuilding - სხეულის მშენებლობას ნიშნავს, ეს ტერმინი არ ეხება მხოლოდ პროფესიონალურ მოვარჯიშეებს. თუ თქვენ გსურთ ლამაზი, დაკუნთული სხეული გქონდეთ, მოგიწევთ პროფესიონალურად მიუდგეთ საქმეს, იმირომტომ სხვაგვარად ამას ვერ შეძლებთ.

ახლა კი 3 რჩევა რათა დაზოგოთ დრო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, აირიდოთ ტრამვები და ვარჯიში სასიამოვნო პროცესად აქციოთ.


1. ნუ ფიქრობ რომ სწორი, დაბალანსებული კვების გარეშე გახვალ ფონს, ეს მცდარი მოსაზრებაა. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მეტაფორას გამოვიყენებ. წარმოიდგინე, რომ შენი სხეული არის ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი, რომელსაც მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება, რათა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, უხარისხო საწვავით კი ამას ვერ შეძლებს, პირიქით, მწყობრიდან გამოიყვანს მთელ საწვავის სისტემას. ასე რომ, საკვები შენი საწვავია.

2. სწორად შეარჩიე სავარჯიშო პროგრამა და ნუ გგონია, რომ ბევრი ვარჯიშით, უფრო მალე მიაღწევ მიზანს. იგივე მეტაფორას მოვიყვან, შენი სხეული სპორტული ავტომობილია. სწორი სავარჯიშო პროგრამა კი მისთვის სწორად შერჩეული სამოძრაო რელიეფი, ანუ მიზნისკენ მიმავალი გზა. როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს მანქანით მოძრაობა, მის მექანიზმს დასვენება და გაგრილება სჭირდება. შენც უნდა დაისვენო, მართლა მანქანა ხომ არ ხარ ;)

3. საკვებ-დანამატები ქიმიაა და ორგანიზმისთვის მავნებელია! - ნუთუ შენც ასე ფიქრობ? ერთ დროს მეც ასე ვიყავი, მერე საკუთარ თავს ვკითხე, რატომ მოიხმარენ მას სპორტსმენები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ნატურალური პროდუქტებით იკვებებიან და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ?


სწორად შერჩეული საკვებდანამატი დაგეხმარება დახარჯული ენერგიის აღდგენაში, კუნთისა და მყესების გაზრდაში და გაძლიერებაში. მის გარეშე ძალიან გაგიჭირდება. მალე ამოწურავ ორგანიზმის რესურს და პროგრესირებას ვეღარ შეძლებ.


პ.ს. თუ გსურს ჩემს მიერ დამწყებთათვის შედგენილი სავარჯიშო პროგრამა და სწორ კვებასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა მიიღო. დააჭირე ღილაკს და ის შენს

მესენჯერში აღმოჩნდება. იმოქმედე და ნუ იქნები, უენერგიო, მოდღლეზილი „ტიპი“.



პ.პ.ს. გახსოვდეს რომ, ნებისმიერს შეუძლია - გახდეს ნებისმიერი!

171 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია