• admin

3 რჩევა რაც გამოგადგებათ ცხიმის დაწვაში და ცხიმისმწველის არჩევაში


ვრცელი თემაა, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაცგამოადგება მათ, ვისაც ჭარბი წონა ან კონკრეტულ ადგილებში ზემდეტი ცხიმი აწუხებს.

მთავარი თეზისი გახსოვდეთ - გახდომისათვის მთავარი პირობაა კალორიების დეფიციტის შექმნა და მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) მოწესრიგება.

მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად კი ყველაზე კარგი ხერხია დაბალანსებული, მრავალჯერადი კვება და ფიზიკური აქტივობა. ამ პროცესების ეფექტურობის კიდევ უფრო გასაზრდელად კი გამოიყენებენ დამატებით საშუალებას - ცხიმისმწველებს.

პოპულარობითა და ეფექტურობით გამოირჩევა ორი სახის ცხიმისმწველი:

1. ლიპოტროპული ცხიმისმწველები 2. თერმოგენული ცხიმისმწველები

ლიპოტროპულ ცხიმისმწველებს შედარებით დიდი დრო სჭირდება შედეგის დასადებად, სამაგიეროდ სრულიად უსაფრთხოა. ისინი ნივთიერებათა ცვლის აჩქარებით ეხმარებიან ორგანიზმს, ზედმეტი სტრესისა და გადატვირთვის გარეშე, ცხიმოვანი მჟავები გადაიტანონ მიტოქონდრიებში, სადაც ხდება მათი დაწვა და ორგანიზმის მიერ ენერგიად გამოყენება.

ყველაზე ცნობილი ლიპოტროპიკია ლ-კარნიტინი. ის ასრულებს ერთგვარი ტრანსპორტის როლს, რომელიც აუცილებელია ცხიმის უჯრედების მიტოქონდრიებში გადასატანად. ადამიანის ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ლ-კარნიტინს, მას ასევე ვიღებთ საკვებიდან (მაგ. მოხარშული საქონლის ხორცი), თუმცა ჭარბწონიან ადამიანები განიცდიან მის დეფიციტს და საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება. თერმოგენული ცხიმისმწველები. მათ მიერ ცხიმის წვის პროცესების დაჩქარება ხდება: სხეულის ტემპერატურის 1-2 გრადუსით აწევითა და გულის ცემის აჩქარებით. ამ დროს გამოყოფილ ენერგიას თუ ვერ დავხარჯავთ იგი გარდაიქმნება სითბოდ და აკუმულირდება ორგანიზმში, მარტივად რომ ვთქვათ მოგვცემს სიცხეს. სწორედ ამიტომ ეძახიან ამ ტიპის ცხიმისმწეველებს თერმოგენიკებს. ისინი ასევე ააქტიურებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აქვეითებენ მადას.

თერმოგენული ცხიმისმწველების უკუჩვენებებია, თავის ტკვილი, გაღიზიანება, თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება, უძილობა და საჭმლის მონელების არევა. სწორედ ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს არითმია, ტახიკარდია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა და ფარისებრი ჯირკვალი.

ცხიმისმწველების მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე მასში შემავალ ინგრედიენტებზე. გახსოვდეთ, რაც უფრო დაბალეფექტურია ცხიმისმწველი, მით უფრო უსაფრთხია და პირიქით.

გაითვალისწინეთ, არ შეიძლება ცხიმისმწველების მიღება დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და მისი ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა თერმოგენიკების მიღების შემთხვევაში იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ არ არსებობს ისეთი ცხიმისმწველი, რომელიც იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც სწორი კვება. ცხიმისმწველები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხართ სწორ კვებაზე. იმისათვის რომ ცხიმისმწველი ეფექტური იყოს, თქვენ უნდა შექმნათ კალორიების დეფიციტი, უნდა მიიღოთ იმაზე ნაკლები კალორია, ვიდრე ხარჯავთ.

პ.ს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, დაგვისვით შეკითხვები და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამომწურავი პასუხები გაგცეთ. ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები, რომლებზეც გსურთ შემოგთავაზოთ პოსტები.

0 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია