• admin

3 ფარული მიზეზი, რის გამოც ვერ ვიკლებთ წონაში



თქვენ ყველაფერს კარგად აკეთებთ, ვარჯიშობთ, სწორადაც იკვებებით, მაგრამ შედეგი არ ჩანს, სასწორი იგივე რიცხვებს აჩვენებს და ერთგვარი თავსატეხი გიჩნდებათ. ამ თავსატეხს შეიძლება 3 პასუხი ჰქონდეს, სამი მიზეზი იმასა, თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში.


ბევრისდა გასაკვირად უნდა ითქვას რომ წონის, ერთი შეხედვით, უმიზეზო მატების მიზეზი, თანამედროვა ცხოვრების სტილია. არსებობს რამდენიმე ფარული მიზეზი, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მათი ცოდნა და იდენტიფიცირება დაგვეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში. მაშ ასე, 3 ფარული მიზეზიდან პირველი არის





მიზეზი 1 - ძილი

ხარისხიანად და საკმარისად გამოძინება უმნიშვნელოვანესი პროცესია ადამიანის ორგანიზმისთვის. სწორედ ძილის დროს ხდება ენერგიის აღდგენა, რეგულირდება ჰორმონები და დღის განმავლობაში მიღებული ფიზიკური და გონებრივი სტრესისგან თავისუფლდება ორგანიზმი.


თუ დაკვირვებულხართ, როდესაც არ გვყოფნის ძილი, ან გვძინავს ზედაპირულად და ფხიზლად, დილით უენერგიო და დაღლილი ვიღვიძებთ, გვიჭირს გამოფხიზლება და ჩვენი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები შემცირებულია. მით უფრო თუ ჩვენი ყოველდღიური გრაფიკის, ცხოვრების წესის და თუ სხვა მიზეზების გამო ხშირია ასეთი შემთხვევები.


არასრულფასოვანი ძილის შედეგია სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის მატება ორგანიზმში, რაც არღვევს ჰორმონალურ ბალანს და მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლის პროცესს), ნაცვლად ცხიმისა, წვავს კუნთებს და ახდენს ორგანიზმში ცხიმის მარაგების შევსებას.


გამოსავალი: ზრდასრულ ადამიანისთვის საკმარისია 7-8 საათი ძილი. ასევე მნიშვნელოვანია რომ არ ვიძინებდეთ გვიან რამიტ 1-2 საათზე და უფრო გვიან. რეკომენდირებულია 11-12 საათზე დაძინება და დილით ადრე ადგომა.

თუ ასეთი გრაფიკით გამოძინებას ვერ ახერხებთ და ძილი გაკლდებათ, შეეცადეთ შუა დღეს დაიძინოთ 30-60 წუთი, ხოლო დილით გაღვიძებისას მიირთვით მაღალი ენერგეტიკული ღირებულების საკვები, ახალი ხილი, კაკალი, კარგია თაფლიანი წყალი.





მიზეზი 2 - დიეტური სასმელები (ხელოვნური შაქარი)


დღესდღეობით შაქარი აღიარებულია ჯანმრთელობისთვის ერთერთ ყველაზე დიდ მტრად, სწორედ ამიტომ ხშირად შეხვდებით მაღაზიების თაროებზე გაფორმებულ პროდუქტებს, რომელებიც „უშაქრო“ (sugare free, zero sugar) წარწერით იწონებენ თავს. მაგრამ „უშაქრო“ ყოველთვის როდი ნიშნავს უსაფრთხოს და ჯანმრთელს. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით გაზიან სასმელებში, შაქრის ნაცვლად გამოიყენება მისი შემცვლელი, ასპარტამი, რომელიც უფრო მეტად საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე თავად შაქარი.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ასპარტამი 200 ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. მისი რეგულარული მიღება კი იწვევს დამოკიდებულებას.

ყველაზე საშიში კი ის არის რომ, მის მიღებაზე, რადგან ტკბილია და შაქრის გემო აქვს ჩვენი ორგანიზმი ისევე რეაგირებს, როგორც შაქრის მიღებაზე. ანთავისუფლებს ინსულინს რათა დაამუშაოს მიღებული შაქარი, მაგრამ ორგანიზმში არ მოიპოვება შაქარიდა ჩნდება მომეტებული მოთხოვნა მასზე, რათა უფუნქციოდ დარჩენილმა ინსულინმა თავისი როლი შეასრულოს. დროთა განმავლობაში კი ხდება ინსულინის ფუნქციის მოშლა რაც იწვევს წონის საგრძნობ მატებას და დიაბეტს.

ასე რომ იყავით ყურადღებით, რათა თქვენმა დიეტამ უარეს შედეგამდე არ მიგიყვანოთ.

გამოსავალი: ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია სასტიკი უარი ვთქვათ ასპარტამის შემცველი საკვებისა და ვითომ დიეტური სასმელების მიღებაზე.




მიზეზი 3 - ბევრი სტრესი


ადამიანის ცხოვრებაში უამრავი სტრესული სიტუაცია დგება რასაც გვერდს ვერ ავუვლით. ადამიანთა უმეტესობა სტრესის დროს იწყებს ან მომეტებულ ჭამას და იმატებს წონაში, ან საერთოდ არ ჭამს. ორივე შემთხვევაში მიდგომა არასწორია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სტრესისი დროს ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.


ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეისონ პერი ბლოკი ამბობს: „მიღებულ საკვებს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს სტრესი, ეს გამოწვეულია იმით, რომ სხეული ავრცელებს ქიმიურ ნივთიერებებს საკვებზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი.“


გამოსავალი: სხეულში კორტიზოლის დონეს ამცირებს დოფამინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი. იგი ჭარბად გამოიყოფა ვარჯიშის დროს, ფეხით სიარულისას, ბუნებაში სეირნობისას, სიცილის დროს და უბრალოდ თქვენი საყვარელი საქმიანობის კეთებისას. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის დროს გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენებები და მოახდინეთ რაიმე პოზიტიურზე გადართვა.


ზემოთ ჩამოთვლილი 3 მიზეზი ძალიან დიდი გავლენას ახდენს სპორტულ შედეგებზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, ამიტომ მოიწესრიგეთ ძილი, ყურადღებით მოეკიდეთ საკვებისა და სასმელების მიღებას, და დაკავდით ფიზიკური აქტივობით, რათა გამოყოთ რაც შეიზლება მეტი დოფამინი და იყოთ ბედნიერნი.


პ.ს. გახსოვდეთ, მთავარია იყოს მწველი სურვილი და, ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი!

0 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია