• admin

9 ხერხი თუ როგორ დავიწყოთ სწორად კვება, დიდი ძალისხმევის გარეშე

თუ დიდ თეფშს შევცვლით პატარათი გამოდის რომ უფრო ცოტას მივირთმევთ რაც ძალიან მარტივია, დანარჩენი რეკომენდაციები და რჩევები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.

ჩვენს გარშემო მცირე ცვლილებები დაგეხმარებათ მარტივად აითვისოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ სხვადასხვა რჩევები და უნარები. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროზეა საუბარი, ქვევით თქვენ გაეცნობით რჩევებს რომლებიც გასწავლით ჯანსაღად კვებას, მაგრამ პრინციპი რომელიც ხაზს უსვამს ყველა ამ სტრატეგიას შეიძლება გამოვიყენოთ კარგი რჩევების ასათვისებლად და მავნეების გადასაჩვევად.


1. მიირთვით პატარა თეფშიდან


რაც უფრო დიდია თეფში შესაბამისად ულუფაც უფრო დიდი გამოდის და უფრო მეტს მივირთმევთ. ბრაიან ვანსინკის და ფსიქოლოგთა ჯგუფის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თუ თქვენ იყენებთ თეფშს 25 სმ დიამეტრით და არა 30-ს, თქვენ წელიწადში 22%-ით ნაკლებ საკვებს მიირთმევთ. როდესაც პატარა ულუფას დიდი თეფშიდან მივირთმევთ მოგვეჩვენება რომ ცოტა შევჭამეთ და გავაგრძელებთ ფიქრს რომ ვერ დავნაყრდით მაგრამ როგორც კი თეფშს გამოვცვლით, საკვების მიღების შემდგომ თავს ვიგრძნობთ დანაყრებულად.


2. ყოველთვის ხელთ გქონდეთ წყალი


როდესაც ჩვენ რაიმეთი დაკავებულეი ვართ, არც ვფიქრობთ ისე ვსვამთ გაზიან სასმელებს ან ყავას რომ წყურვილი მოვიკლათ, უბრალოდ ცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ ერთი ბოთლი ჩვეულებრივი წყალი, დადგით ის სამუშაო მაგიდაზე, თქვენ ძალიან შეუმჩნევლად დაიწყებთ მის დალევას და ეს გადავა ხშირ ჩვევაში, ესე შეიძლება გადავეჩვიოთ მავნე სასმელებს


3. გამოიყენეთ ვიწრო და მაღალი ჭიქები დაბალის და ფართოს ნაცვლად


თუ გსურთ რომ უფრო ცოტა გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები მივიღოთ, აუცილებლად გამოიყენეთ ვიწრო და მაღალი ჭიქები რადგან კვლევებმა აჩვენა რომ მაღალი ჭიქებიდან ადამიანები 20% ით ცოტას სვამენ ვიდრე ფართო ჭიქებიდან.


4. გამოიყენეთ ისეთი ფერის თეფში რომელიც კონტრასტულია საკვების შეფერილობის

ტვინი ვერ აღიქვამს იმ პორციას რომელიც უნდა მივიღოთ როდესაც საკვები და თეფში ერთი ფერისაა, ანუ ნაყროვანება მოდის გვიან, ხოლო როდესაც კონტრასტულია ტვინი მარტივად აღიქვამს პორციის ოდენობას და ორგანიზმიც მარტივად ნაყრდება.


5. შეინახეთ ჯანსაღი საკვები თვალსაჩინო ადგილას


მაგალითად: ხილით და თხილით სავსე თეფში დადგით შემოსასვლელ კართან ახლოს ან გვერდით სადაც აუცილებლად გაივლით სახლიდან გასვლის დროს, როდესაც მშიერი ხარ და გეჩქარებათ პირველი რაც მოგხვდებათ ხელში იმას იღებთ, დაე ეს იყოს სასარგებლო წახემსება ხილით ან თხილით.


6. შეინახეთ არაჯანსაღი საკვები დახურულ შეფუთვებში


ჯანსაღი პროდუქტების შენახვა უკეთესია გამჭირვალე შეფუთვებში, ხშირად ჩვენს გონებას უნდა მიიღოს ის საკვები რასაც ნახულობს თვალებით, ამ რიგად თუ არაჯანსაღი საკვები იქნება დახურულ შეფუთვაში და ადგილებში უფრო ნაკლებია პროცენტულობა რომ თქვენ მათი მირთმევა მოგინდებათ.


7. ჯანსაღი საკვები შეინახეთ დიდ კონტეინერებში და შეფუთვებში, არაჯანსაღი და მაღალკალორიული კი პატარებში.


დიდი კონტეინერები და შეფუთვები ხშირად ხვდება ჩვენს თვალთახედვაში და იკავებენ ადგილს სამზარეულოში, რჩევის არსი მარტივია: თქვენ ამჩნევთ კონტეინერს და დიდი ალბათობით მიირთმევთ იმას რაც შიგნით არის. პატარა კონტეინერები და შეფუთვები კი არ არის მარტივად შესამჩნევი და შესაბამისად ნაკლებია იმის შანსი რომ ხშირად მაღალკალორიული საკვები მივირთვათ.


8. დაიმახსოვრეთ წესი „ნახევარი თეფში“


როდესაც სადილს იმზადებთ, ისე მოაწყვეთ რომ ნახევარ თეფშზე მოათავსოთ ბოსტნეული და ხილი ხოლო მეორე ნახევარზე დანარჩენი ყველაფერი.


9. მაღაზიაში რომ შევიძინოთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები პროდუქტი გამოვიყენოთ წესი „გარე ბეჭედი“


სტრატეგიის არსი მარტივია, როდესაც მიდიხართ სუპერმარკეტში, არ უნდა ვისეირნოთ უმიზნოდ, მაღაზია უნდა შემოვიაროთ გარე პერიმეტრზე, იქ როგორც წესი განთავსებულია ჯანსაღი საკვები : ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი და ასე შემდეგ. ამ წესით სარგებლობისას თქვენ შეიძენთ ჯანსაღ პროდუქტებს და შესაბამისად გამოიკვებებით ჯანსაღად.


P.S თუ გსურთ მომავალშიც მიიღოთ მარტივად ასათვისებელი პრაქტიკული რჩევები გააზიარეთ პოსტი და უწილადეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც <3

0 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია