• admin

Move club - დარბაზის განხილვა, შეფასება 10/7,2

მოკლედ, ჩვენი დღევანდელი სტუმარია, ფიტნეს ცენტრი Move Club-ი.


1. ადგილმდებარეობა


ფიტნეს ცენტრი Move Club მდებარეობს ნახალოვკაში, ჭყონდიდელის ქ. N4 - ში. დარბაზი ახლოს არის მეტრო ნაძალადევთან და ტრანსპორტითაც ძალიან ადვილი მისადგომია, რადგან ნახალოვკის ცეტრალურ ქუჩას ცოტნე დადიანს სულ რაღაც 30 მეტრი აშორებს. ავტომობილითაც კომფორტულად მიხვალთ. კი მიხვალთ მაგრამ, სად გააჩერებთ არ ვიცი... დღის საათებში პრობელემას არ წარმოადგენს პარკინგის ადგილი. საღამოს კი, თუ დარბაზთან ახლოს თქვენი ნათესავი არ ცხოვრობს, ჯობია ვინმე დაინათესავოთ

შეფასება (0,8)


2. სავარჯიშო სივრცე

სავარჯიშო სივრცე ერთი შეხედვით არც თუ ისე დიდი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, იმიტომ რომ სპინინგის, ბოქსის, იოგისა და ზუმბას იზოლირებული დარბაზები

-1 სართულზეა, რომელიც გარედან არ ჩანს. 0 სართულზე კი მდებარეობს კარდიო ზონა და ტრენაჟორებისა და განტელების იზოლირებული სივრცე ძალისმიერი ვარჯიშებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზს არ აქვს ბუნებრივად განიავების შესაძლებლობა (ვგულისხმობთ ფანჯრებს), სამაგიეროდ აქვს კარგი, მოწესრიგებული სავინტილაციო სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ტრენაჟორების დარბაზში განათება ცოტა დაბალი მეჩვენება.

შეფასება (0,9)


3. გასახდელი და საშხაპე

ჰიგიენა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც გასნაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ პუნქტს. გასახდელში სივრცე არც თუ ისე დიდია. ნივთების შესანახი კარადების რაოდენობა საკმარისია, თუმცა ერთდროულად 6 ადამიანზე მეტს ნამდვილად გაუჭირდება გამოცვლა და მოწესრიგება. საშხაპეში 5 კაბინაა. პატარა სივრციდან გამომდინარე თუ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იღებს შხაპს, საშხაპე ხშირად იორთქლება, განსაკუთრებით ზამთარში, თუ ცხელ წყალს ივლებთ. ეს რა თქმა უნდა დისკომფორტია, უფრო კარგი დაპროექტებაც შეიძლებოდა. ან სავინტილაციე სისტემის უკეთესად გამართვა. ოკტოპუსისგან განსხვავებით დარბაზს არ გააჩნია პირსახოცების, კაბინებში შხაპის გელის და ყურის ჩხირების სერვისი. ეს წვრილმანები საბოლოო ჯამში ძალიან დიდი პრაქტიკულ კომფორტს ქმნის და ნამდვილად აღსანიშნავია. საბოლოო ჯამში გასახდელში ჰიგიენა დაცულია და თუ სწორებას მაინცდამაინც ოკტოპუსტან არ მოვახდენთ, სიტუაცია დამაკმაყოფილებელია.

შეფასება (0,7)


4. ტრენაჟორები

Move Club აღჭურვილია თანამედროვე ტრენაჟორებითა და სავარჯიშო აქსესუარებით. ყველაფერი მუშაობს გამართულად. იყო შემთხვევა, როცა სხვადასხავა დროს რამდენიმე ტრენაჟორი გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა ოპერატიულად მოხერხდა მათი შეკეთება და ეს ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ყველა ტრენაჟორზე განთავსებულია ინფო-გრაფიკა, თუ რომელ კუნთებს ავარჯიშებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ. ასევე ძალიან მოსახერხებელია თავად სავარჯიშო დანადგარებისა და განტელების განლაგებაც

. შეფასება (1,0)


5. ინსტრუქტორები

დარბაზს ჰყავს 6 ფიტნეს ინსტრუქტორი. აბონიმენტის შეძენისას თქვენ ღებულობთ უფასო ფიტნეს კონსულტაციას ამ ტრენერებთან, ისინი ყურადღებით მოგისმენენ და საჭირო რჩევებსაც მოგცემენ. განტელებისა და ტრენაჟორების გამოყენების ინსტრუქციასაც გაგაცნობენ და შესრულების ტექნიკასაც გაჩვენებენ. კვებასთან დაკავშირებიტაც გაგიწევენ კონსულტაციას. ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ თავისი საქმის პროფესიონალები არიან და საქმესაც სერიოზულად უდგებიან. დარბაზში მოვარჯიშეთა შედეგებიც აღელვებთ და თუ შეგამჩნიეს, რომ არასწორად ვარჯიშობთ, აუცილებლად მოგცემენ საჭირო მითითებასა და რჩევას. შეფასება (1,0)


6. დარბაზის ტრაფიკი

დარბაზის გამტარიანობა დღეში 300 კაცია. რა თქმა უნდა თუ ყველა მომხმარებელი კარდიო ან ძალისმიერ ვარჯიშს არ გადაწყვეტს, როგორც ზემოთ აღვიშნეთ დარბაზში ფუნქციონირებს სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური მიმართულებები (სპინინგი, ზუმბა, იოგა, ბოქსი). სეზონურად დარბაზს დიდი რაოდენობით მომხმარებელი აწყდება და ძალიან იტვირთება, ეს კი საღამოს სააათებში მცირეოდენ დისკომფორტს იწვევს და საცობს ქმნის ტრენაჟორებთან


შეფასება (0,9)


7. ბარი

სამწუხაროდ დარბაზის ბარი აღარ ფუნქციონირებს. თუმცა დიდი იმედი გვაქვს რომ აღადგენენ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ წასახემსებლებსაც შემოგვთავაზებენ


შეფასება (0,0)


8. პერსონალი


რაც შეეხება პერსონალს, ყველანი მეგობრულები და პოზიტიურები არიან. მომხამრებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ორიენტირებულნი და თავისი საქმის კარგად მცოდნენი.

შეფასება (1,0)


9. სამუშაო საათები და ფასები

-Move Club-ის სამუშაო საათებია 7:30 – 23:59. პრინციპში საკმაოდ კომფორტული დროა. ღამის 12 საათის შემდეგ აღარც უნდა ივარჯიშო ადამიანმა, თუ საკთარი თავი გიყვარს. დილას რაც შეეხება, ცოტა უფრო უკეთესი იქნებოდა 7 საათზე რომ იღებოდეს, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

-დარბაზის 1 თვიანი ულიმიტო აბონიმენტი, სადაც შედის სპორტის ყველა სახეობაზე ვარჯიში, როგორც ტრენაჟორებზე, ასევე სპინინგი, ბოქსი, ზუმბა და იოგა 140 ლარი ღირს.

-ტრენაჟორების 1 თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 100 ლარი

-ხოლო თუ დღის პირველ ნახევარში ივლით, შუადღის 4 საათამდე 70 ლარი.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 3.6 და 12 თვიანი შერავათიანი საბონიმენტებით... ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ულიმიტო ფიტნეს აბონიმენტზე 100 ლარი, ცოტა ძვირი გვგონია... რასაც არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს. არა იმიტომ რომ დარბაზი არ იმსახურებს, არამედ იმიტომ რომ მდებარეობა არ უწყობს ხელს.

შეფასება (0,9)


10. საკვებდანამატები

სამწუხაროდ დარბაზში საკვებდანამატების შეძენა შეუძლებელია. არადა არის ზოგჯერ მომენტი, როცა ვარჯიშის შემდეგ 1 პორცია პროტეინის მიღებას არაფერი გირჩევნია. ან სამსახურის შემდეგ, გადაღლილს ვარჯიშის წინ დასალევი ენერგეტიკი გჭირდება. კარგი იქნება პორციებით თუ იქნება ხელმისაწვდომი რამდენიმე აუცილებელი დანამატი.

შეფასება (0,0)


Move Club-ის ჩვენი შეფასება ასეთია, საბოლოო რეიტინგი - 7,2. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2 პუნქტში არარსებული სერვისიდან გამომდინარე უბრალოდ 0 ქულა დაიმსახურა. 8.0 დან 7.2 ძალიან კარგი შედეგია... შეიძლება ვინმე თვლიდეს რომ უფრო მეტი ეკუთვნის, ან პირიქით, ამდენსაც არ იმსახურებს, მაგრამ livestyle-ს გუნდის ობიექტური შეფასება ასეთია.

წარმატებებს ვუსურვებთ Move Club-ის გუნდს, და როგორც თავად იტყოდნენ, მოძრაობას პროგრესისკენ!

პ.ს. თუ მოგწონთ ჩვენი რუბრიკა და ზოგადად ჩვენი გუნდის საქმიანობა. მოიწონეთ და გააზიარეთ პოსტი <3

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია