• admin

Omesam 1000 mg

Omesam და ომეგა 3 , რა განსხვავებაა მათ შორის?

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ადამიანმა მკითხა omesam-ის შესახებ, როდესაც თევზის ქონის შერჩევის კრიტერიუმებს ვუხსნიდი ერთ მეგობარს. სიმართლე გითხრათ ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევა, როცა თევზის ქონს omesami უწოდა ერთმა მეგობარმა. მე მაშინ თავგამოდებით ვუმტკიცებდი რომ ეს არასწორია და მას omega 3 ეწოდება. ბოლო შემთხვევის შემდეგ კი დავინტერესდი და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია omesam-ის შესახებ.

აღმოჩნდა რომ რამდენიმე მწარმოებელს თევზის ქონის შეფუთვაზე უწერიათ OMESAM omega 3. რაც იმას ნიშნავს რომ omesam არის უბრალოდ ბრენდის მიერ მიკუთვნებული სახელი კონკრეტულად ამა თუ იმ შეფუთვის თევზის ქონზე და არსობრივად აბსოლუტურად არანარი განსხვავება არ არის ამ ორ სახელს შორის. თევზის ქონი (fish oil) შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სხვადასხვა დასახელებით, რაც ხასზ უსვამს მასში შემავალი ინგრედიენტების უპირატესოაბს. მაგალითად: mega omega 3, high DHA and EPA, triple strength და ა.შ.

პოსტის დასკვნით ნაწილში მინდა მოგცე რამდენიმე რჩევა, რაც დაეგხმარება კარგი და ხარისხიანი omega 3 არჩევაში.

1. EPA და DHA ცხიმმჟავები. აუცილებლად მიაქციე ყურადღება ერთ აბში ან პორციაში ამ მჟავების შემცველობას. სწორედ მათი რაოდენობა განსაზღვრავს მის ეფექტურობას.

2. ომეგა 3. თავად ომეგა 3 - ის მოცულობითი წილი ( % ) 1 აბში. EPA და DHA მჟავების გარდა, 1 აბი თევზის ქონი ასევე შეიცავს სხვა ნახევრად არანაჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ომეგა 3 ჯგუფს. ძირითადად გავრცელებულია 30-35% და 60-65% - ანი ომეგა 3 შემცველობის თევზის ქონი.

3. წყარო და თევზის ჯიში. სასურველია მწარმოებელს შეფუთვაზე დატანილი ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი ჯიშის თევზისგანაა მიღებული ომეგა 3 და სადაა დაჭერილი. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ მხოლოდ ოკეანის, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ცივ წყლებში მობინადრე თევზებისაგან მიიღება მაღალი ხარისხის ომეგა 3. მათგან ყველაზე ძვირფასი, რა თქმა უნდა ორაგულის თევზის ქონია.

4. შეფუთვა. კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია აბები აუცილებელია იყოს ჰერმეტულად დახურული და არა გამჭვირვალე, რამეთუ ჰაერთან და მზის სხივებთან კონტაქტის დროს ომეგა 3 მჟავა იჟანგება და გადაიქცევა მრავალრიცხოვანი თავისუფალი რადიკალების ჯგუფად, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ორგანიზმს.

5. სუნი და გემო. ჩვენ თევზის ქონზე ვსაუბრობთ და რასაკვირველია აბებს მცირე თევზის სუნი და გემო აქვს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია მისი საკვების დროს მიღება. თუ თევზის უსიამოვნო სუნი და გემო ჭამის შემდგომაც გამოგყვათ, ეს ნიშნავს რომ თქვენი თევზის ქონი, არც თუ ისე ხარისხიანია.

ამ ხუთი პუნქტის გათვალისწინება დაგეხმარება ხარისხიანი თევზის ქონის არჩევაში.

აქვე მინდა შემოგთავაზო იმ ორგანოებისა და სხეულში მიმდინარე პროცესების მცირე ჩამონათვალი, რაზეც უდიდეს გავლენას ახდენს ომეგა 3 ცხიმმჟავების ჯგუფი.

1. გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ასუფთავებს სისხლძარღვებს მავნე ქოლესტერინისაგან და 90%-ით ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს. ასევე აქტიურად გამოიყენებენ ინფარქტის შემდგომი მკურნალობის დროს.

2. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება მისი ძირითადი ნაწილი – ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. როცა ორგანიზმს აკლია ომეგა 3, ტვინის უჯრედის მემბრანა უხეში ხდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსების გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების პროცესი შენელებულია.

3. სახსრები. ომეგა 3 კარგია სახსრების ტრავმების პროფილაქტიკისთვის. ის უფრო ელასტიურს ხდის ხრტილს. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ცხიმოვანი მჟავებიდან წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ფლობს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რითაც მცირდება სახსრების დაზიანება.

4. იმუნიტეტი. ამაღლებს იმუნიტეტს და ზოგადად ორგანიზმის ტონუსსა და ამტანობას.


5. მხედველობა. აუმჯობესებს მხედველობას და გნასაკუთრებით დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც თვალების სიმშრალე აწუხებს. და ა.შ.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში შენი მიდგომაც შემდეგნაირია: სჯობს ახლა დავუთმო მცირედი დრო და ფინანსები მასზე ზრუნვას, ვიდრე მაშინ როდესაც გაუარესდება მდგომარეობა და სხვა გზა აღარ დამრჩება, მაშინ დააჭირე ღილაკს და გამოიწერე საჭირო სიახლეები და მიიღე ფასდაკლება საკვებ დანამატებზე.








845 views

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია